მათთვის, ვისაც ნამუშევარი აქვს პიროვნულ განვითარებაზე

ვებინარზე გაიგებ, რატომ არ გამოგდის სემინარებზე დაგროვილი მიგნებების გადატანა ცხოვრებაში

შედეგად მიიღებ ცოდნას - რა გჭირდება იმისათვის, რომ ეს გამოგივიდეს

ბევრი ადამიანი, რომელიც პიროვნული განვითარებით არის დაინტერესებული, ესწრება სხვადასხვა ვორქშოპს, სემინარსა და ტრენინგს, თითქოს მუდმივად აგროვებს ახალ ცოდნას, თუმცა მიღებული გაცნობიერებები ცხოვრებაში ვერ მკვიდრდება და მალევე დავიწყებას მიეცემა. იმ იმედით, რომ მომდევნო სემინარზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ისინი ისევ ახალი გამოცდილების ძიებაში არიან და ასე გრძელდება ყოველ ჯერზე, ახალი სემინარიდან ახალ ვორქშოპამდე. გადის დრო, იხარჯება რესურსი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგი არ დგება

გირჩევ დარეგისტრირდე

აირჩიე სასურველი დრო და გამოყავი 45 წუთი

ვებინარზე გაიგებ, რატომ არ გამოგდის სემინარებზე  დაგროვილი მიგნებების გადატანა ცხოვრებაში

აი ყველაფერი, რასაც მიიღებ და აღმოაჩენ ამ ვებინარზე

შენ გაიაზრებ რა გიშლის ხელს სასურველი შედეგის მიღწევაში

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ცოდნა გაქვს დაგროვილი

ადამიანები, რომლებიც პიროვნული ზრდით არიან დაინტერესებულები, მუდმივად ცდილობენ ისწავლონ და შეიძინონ კიდევ ერთი ახალი მეთოდი, მიდგომა ან უნარი. თუმცა საბოლოო ჯამში ეს არაფერს ცვლის და ისინი ისევ იქ რჩებიან, სადაც არიან.

როგორ გასცდეს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასემინარო ოთახის ფარგლებს?

ის, რაც სემინარზე ფასილიტატორთან და ჯგუფის წევრებთან გამოგდის, სასურველია ცხოვრებაშიც გამოგივიდეს

როდესაც ადამიანები ტრენინგზე სავარჯიშოებს აკეთებენ, ისინი ბევრ გაცნობიერებას იღებენ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი ცხოვრება, თუმცა ცხოვრებაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გადატანის ეშინიათ, რადგან რეალურ ცხოვრებაში აღარ ჰყავთ ფასილიტატორი-გზამკვლევი, რომელიც უსაფრთხო გარემოში მუშაობისას მათ უკუკავშირს აძლევდა

სინამდვილეში რა გვჭირდება?

ცოდნა, რომელიც არ გარდაიქმნება განმეორებად ქმედებად, არ მოიტანს შედეგს

ამ ვებინარზე გაიგებ, რა განსხვავებულ გამოსავალს გვთავაზობს საშა კაცმანი თავის საავტორო პროცესზე - გადატვირთვა, რომელიც არ არის ერთჯერადი შეხვედრების სერია, არამედ სტრუქტურირებული 3.5-თვიანი პროცესია, რომლის მიზანიც არის, რომ გამოგივიდეს

შემოგვიერთდი ვებინარზე

სამშაბათს ან შაბათს 21:00-ზე

დაჯავშნე შენი ადგილი