კონფლიქტის მკვლევარი, სისტემური პრაქტიკოსი და ლიდერობის განვითარების კონსულტანტი

იქ, სადაც კონფლიქტია, ყოველთვის არის ძლიერი ენერგია, რომელსაც თუ ყურადღებით მოვუსმენთ, აღვადგენთ კავშირს მაშინაც კი, როცა ყველა შესაძლებლობა თითქოს გამქრალია
ხშირად ის, რაც კომუნიკაციის პრობლემად ჩანს, სინამდვილეში სისტემური კანონების დარღვევის გამოვლინებაა - საკუთარი ადგილის არ ქონა, დარღვეული საზღვრები, გამოუთქმელ სიმართლე და წარსულში შეწყვეტილი მოძრაობა, რომელიც დღემდე მართავს პროცესს
კონფლიქტის გარდაქმნის სესიაზე გადაიაზრებ ამ კომპლექსურ პროცესებს, დაამუშავებ პრობლემას, რომელიც გაქვს ურთიერთობაში და ისწავლი კონფლიქტის თანმდევი დაძაბულობის შემოქმედებით ძალად გარდაქმნას
თუ კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად უკვე ბევრი რამ სცადე - ბრძოლა, ახსნა, მოთმენა, თავის შეკავება დუმილი… თუმცა, სასურველი შედეგი ვერ მიიღე და ახლა გინდა, რომ იპოვო მექანიზმი, რომელიც ამ დაძაბულობას კონკრეტულ ადამიანთან, ან ადამიანების ჯგუფთან, გარდაქმნის კავშირად - ჩემი სესია სწორედ იმისთვისაა, რომ მოგცეს ეს სიცხადე და შინაგანი ძალა, რომ დაიწყო გულწრფელი, მკაფიო და კავშირზე ორიენტირებული მოქმედება
ლანა ცაგარეიშვილი ლიდერობის განვითარების, კონფლიქტის ტრანფორმაციის და ურთიერთობებში არაძალადობრივი პრაქტიკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფასილიტატორია
მისი მიდგომა აერთიანებს NVC (არაძალადობრივ კომუნიკაციას), კონფლიქტების ტრანსფორმაციის არაძალადობრივ მეთოდებს, სისტემურ კონსტელაციებს, ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებასა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტეგრირებულ პრაქტიკას
ლანა სიღრმისეულად მუშაობს პოლარობებთან — შინაგან წინააღმდეგობებთან, ერთდროულად ორი სიმართლის ტარებასთან და იმ შინაგან დიალოგთან, რომელიც ხშირად უხილავად მართავს ჩვენს არჩევანს
მისი საკუთარი ცხოვრება პოლარობების გაცნობიერების და ინტეგრირების პრაქტიკაა, ამიტომ ამ თემაზე მუშაობა მისთვის არამხოლოდ პროფესიული მიმართულება, არამედ პირადი გამოცდილებების შედეგად მიღებული ცოდნაა.
ლანას პროფესიული ინსპირაციაა კონფლიქტი — როგორც შიდა სტრუქტურებს შორის, ისე ურთიერთობებში — არა როგორც პრობლემა, არამედ ტრანსფორმაციის და ზრდის სივრცე და პირდაპირ გზა თავისუფლებისკენ
ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია ერთი-ერთზე, სიღრმისეულად შევხედოთ და გარდავქმნათ, რაც ახლა შენს ცხოვრებაში ან ურთიერთობაში გიქმნის დაბრკოლებას
ფორმატი შენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ:
კონფლიქტის გარდაქმნის სესია 2 საათი გრძელდება და მისი ფასი 600 ლარია.
მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის გარდაქმნის სესია არ არის თერაპიული ხასიათის! ასევე, აუცილებელია იყოთ ფიზიკურად და ფსიქიკურად სტაბილურ მდგომარეობაში.
სესიის დასაჯავშნად მოგვწერეთ Whatsapp-ში