რატომ უნდა უსმინო კაცმანის სხვა პოდკასტს?
იმიტომ, რომ კაცმანის სხვა პოდკასტი არის რეფლექსიის საშუალება, ადამიანური გამოცდილების დუალისტურ ბუნებაში წვდომის გზა, პირადი ტრანსფორმაციის შესაძლებლობის ამოცნობა და ავთენთურობის ძიება
ნახე ყველა ეპიზოდითუ შენი ბრენდი ითანამშრომლებს კაცმანის სხვა პოდკასტთან წარმდგენის, სპონსორის ან მხარდამჭერის სახით, ამით შენი ბრენდი მიიღებს წვდომას უნიკალურ აუდიტორიაზე, რომელიც დაინტერესებული არის პიროვნული ზრდით, განვითარებითა და ტრანსფორმაციით. მოიპოვებ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ასოცირებას და მკაფიოდ გამოხატავ პოზიციას — რომ ამ თანამშომლობით მხარს უჭერ ადამიანურ ღირებულებებს, ცოდნის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებასა და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას საქართველოში.
კაცმანის სხვა პოდკასტი არის ყველაზე გულწრფელი, ავთენტური და არაფორმალური სივრცე, სადაც პოდკასტური საუბრის ფორმატში ყველაზე მოკლე დროში, ეფექტურად და სიღრმისეულად შეძლებ წარმოაჩინო შენი პირადი ბრენდი, მოჰყვე შენი სათქმელი და დაანახო ადამიანებს შენი პირადი ტრანსფორმაციის ისტორია.
შეავსე ფორმაიმიტომ, რომ კაცმანის სხვა პოდკასტი არის რეფლექსიის საშუალება, ადამიანური გამოცდილების დუალისტურ ბუნებაში წვდომის გზა, პირადი ტრანსფორმაციის შესაძლებლობის ამოცნობა და ავთენთურობის ძიება
ნახე ყველა ეპიზოდიყველა ადამიანი არის დაბადებული ავთენტური, ერთი მთავარი საჭიროებით — გასცეს და მიიღოს სიყვარული, თავად იყოს სიყვარული და განახორციელოს მასში ჩადებული სრული პოტენციალი
თუმცა ადამიანი მოდის სრულყოფილად არასრულყოფილ სამყაროში და მას ხვდებიან ადამიანები, რომელიც აძლევენ მას ისეთ განპირობებულ ყურადღებას და სიყვარულს, როგორიც აქვთ და შეუძლიათ რომ მისცენ
ზუსტად ამიტომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ სამყაროში, სადაც არაავტენთურობა არის ნორმად ქცეული, ხოლო ავტენთურობა არის დეფიციტში
თუმცა ყველა ეგზისტენციალური კრიზისი — იქნება ეს საყვარელი ადამიანის ან ცხოველის დაკარგვა, სამსახურის დაკარგვა თუ სხვა ნებისმიერი ემოციურად ძლიერი გამოცდილება არყევს ჩვენს სამყაროს და დაჯერებების სისტემას, ჰქმნის ტრანსფორმაციისა და ავტენტურობის გამომჟღავნების შესაძლებლობებს
გარდა ამ გზის გაზიარების, სტუმრები პოდკასტის წამყვანთან ერთად იხილავენ და მსჯელობენ 100 მთავარ სიტყვაზე — უნივერსალურ ადამიანურ ფასეულობებზე, საჭიროებებსა და ემოციებზე.