კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვინახავთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი მომსახურებების გამოყენებისას.

  1. მონაცემთა შეგროვება და შეგროვების მიზანი

    როდესაც თქვენ შემოდიხართ ვებგვერდზე, ვებგვერდი ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას თქვენი ვიზიტის შესახებ, რაც მოიცავს: თქვენს IP მისამართს, ვიზიტის დროს, მოწყობილობის ტიპს და ბრაუზერის ტიპს. ასევე, ვაგროვებთ თქვენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გადმოგვცემთ, როდესაც რეგისტრირდებით ვებგვერდზე, ან/და ახორციელებთ საფასურის გადახდას, როგორიცაა: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და გადახდის ინფორმაცია.

    თუ თქვენ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისათვის რომ მიიღოთ ჩვენი მომსახურება, თქვენ პირდაპირ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ შევინახოთ და გამოვიყენოთ აღნიშნული მონაცემები.

    თქვენი მონაცემების გამოყენება მოხდება შემდეგი მიზნით:

    • მომავალში თქვენი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის;
    • თქვენთან დასაკავშირებლად (მათ შორის ინვოისების მოწოდებისათვის);
    • თქვენი შეკითხვების დამუშავებისთვის;
    • საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდებისთვის;
    • ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.
  2. დამუშავების ფორმა

    ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ავტომატური ან/და არაავტომატური საშუალებებით, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო კონკრეტულად, ჩვენ შესაძლოა განვახორციელოთ ერთი ან ყველა ჩამოთვლილი ქმედება:

    • შევაგროვოთ და შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები;
    • დავაორგანიზოთ და ცალკეულ კატეგორიებად დავაჯგუფოთ პერსონალური მონაცემები;
    • გავუზიაროთ მონაცემები მესამე პირებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე შესაბამის გადახდის პროვაიდერებს თქვენ მიერ შესაბამისი გადახდის პროვაიდერის სერვისების გამოყენებისას.
  3. მონაცემთა უსაფრთხოება და მათი დაცვის ზომები

    ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენი უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.

    ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებთან წვდომა ექნებათ მხოლოდ ისეთ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც შეძლებენ მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები იმგვარად, რომ დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას. უფლებამოსილი პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დოკუმენტური მითითებების შესაბამისად.

  4. მონაცემთა შენახვის ვადა

    ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ჩვენ მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, პერსონალური მონაცემები წაიშლება/ განადგურდება/შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით.

  5. პერსონალური მონაცემების გამოხმობა

    თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე უფლება გაქვთ, გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე იმავე ფორმით, რომლითაც გამოხატეთ თანხმობა.

    ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, მოთხოვნის მიღებიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შევწყვეტთ მონაცემების დამუშავებას და შევინახავთ მათ დეპერსონალიზებული ფორმით ან გავანადგურებთ იმგვარად, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი გახდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ელ. ფოსტით [email protected]-ზე.

  6. პერსონალური მონაცემების გაცნობა და ასლების მიღება

    თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, ასლების მიღება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შესახებაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა შეატყობინოთ შპს „კაცმან და მეგობრები"-ს. შპს კაცმან და მეგობრები". ამგვარი შეტყობინების მიღებიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულებს თქვენს მოთხოვნას, ან სათანადო დასაბუთებით გაცნობებთ განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი.

  7. პერსონალური მონაცემების გასწორება ან/და შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება

    თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, რის შესახებაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა შეატყობინოთ შპს „კაცმან და მეგობრები"-ს. შპს „კაცმან და მეგობრები" ამგვარი შეტყობინების მიღებიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულებს თქვენს მოთხოვნას ან გაცნობებთ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს და განგიმარტავთ უარის გასაჩივრების წესს.

  8. პერსონალური მონაცემების დაბლოკვა

    თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

    • სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
    • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და ითხოვთ მონაცემთა დაბლოკვას;
    • მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
    • მოითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
    • არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

    მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის შესახებ შპს „კაცმან და მეგობრები"-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა შეატყობინოთ.

  9. გასაჩივრების უფლება

    თქვენ უფლება გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

დამატებითი ინფორმაცია

შპს „კაცმან და მეგობრები"

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაშია 2024 წლიდან