გახდი კაცმანის პოდკასტის პარტნიორი

თუ შენი ბრენდი ითანამშრომლებს კაცმანის პოდკასტთან წარმომდგენის, სპონსორის ან მხარდამჭერის სახით, ამით შენი ბრენდი მიიღებს წვდომას უნიკალურ აუდიტორიაზე, რომელიც დაინტერესებულია მეწარმეობით და ბიზნესით. მოიპოვებ ასოცირებას ბიზნესში წარმატებულ სახეებთან და მკაფიოდ გამოხატავ პოზიციას, რომ ამ თანამშრომლობით მხარს უჭერ სამეწარმეო აზროვნების და სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში

იყავი სტუმარი კაცმანის პოდკასტში

კაცმანის სამეწარმეო პოდკასტი არის ყველაზე გულწრფელი, ავთენტური და არაფორმალური სივრცე, სადაც პოდკასტური საუბრის ფორმატში ყველაზე მოკლე დროში, ყველაზე ეფექტურად და ყველაზე სიღრმისეულად შეძლებ წარმოაჩინო შენი პირადი ბრენდი, მოყვე შენი ისტორია და დაანახო ადამიანებს შენი პროდუქტი ან მომსახურება ყველასგან განსხვავებული რაკურსით.

მიზნობრივი აუდიტორია
სწრაფი ზრდა
ბიზნეს შესაძლებლობები
დარეგისტრირდი

რატომ უნდა უსმინო კაცმანის ბიზნეს პოდკასტს?

თუ მოუსმენ კაცმანის პოდკასტს, ეს გაზიარებული წარმატების ისტორიები დაგეხმარება აღმოჩენებში, მოგიმატებს გაბედულობას, ძალას და რწმენას იმისთვის, რომ დაიწყო ან გააფართოვო შენი ბიზნესი და შექმნა საკუთარი წარმატება იმისთვის, რომ თავად აღმოჩნდე კაცმანის პოდკასტის სკამზე და გააზიარო შენი წარმატების ისტორია.

ყველა სახის მეწარმეების გამოცდილება
გულწრფელი სამეწარმეო გზა
სამეწარმეო სირთულეების გადალახვის ხერხები
რეალური წარმატების ისტორიები
სხვადასხვა ასაკისა და სფეროს მეწარმეები
დაიწყე შენი გზა დღესვე
მოისმინე ეპიზოდები

რატომ ვერ იწყებ შენს საკუთარ ბიზნესს?

1

ბევრი ადამიანი მუშაობს სხვაზე, სხვის ოცნებებს და ამბიციებს ემსახურება, დიდწილად და სრულად დემოტივირებულია, არ უხარია სამსახურში მისვლა, არ მოწონს საქმე, რომელსაც აკეთებს. გულის სიღრმეში იცის, რომ გაცილებით მეტის გამკეთებელია, მეტი ღირებულება შეუძლია შექმნას და შესაბამისად გაცილებით მეტი შემოსავალი შეუძლია ჰქონდეს. მაგრამ ვერ ბედავს საკუთარი საქმის დაწყებას

2

ბევრ ადამიანს აქვს ბიზნეს იდეა და ვერ ბედავს ამ იდეას შეასხას ხორცი, დასახოს გეგმა და ის განახორციელოს, ბოლობოლო გარისკოს და გადახტეს. აქვს მალიმიტირებელი დაჯერებები რომ ბიზნეს იდეა აუცილებლად უნდა იყოს გენიალური, ინოვატორული, საკმარისად დიდი და დიადი. ასევე სჯერა რომ ბიზნესის გაკეთებას თავიდანვე ბევრი ფული უნდა ან ბევრი ნაცნობობა. არ სჯერა საკუთარი თავის, თავისი შესაძლებლობების რომ შეძლებს ეს იდეა განახორციელოს, აქვს დაფეილების შიში

3

ბევრია ადამიანი ვინც დაიწყო უკვე ინდივიდუალური მეწარმეობა და თვითდასაქმებულია, მაგრამ ვერ ბედავს მის მასშტაბირებას. ვერ ბედავს დაინახოს უფრო დიდი შესაძლებლობები და უფრო დიდი მასშტაბის რისკის და ფეილის ეშინია

4

ბევრ ადამიანს აქვს შექმნილი არც თუ ისე დადებითი წარმოდგენები ბიზნესზე და მეწარმეებზე, წარმატებაზე და ფულზე — ამის შედეგია რომ წარმატებული და მდიდარი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ, მათი შურთ და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ სწავლობენ ამ ადამიანებისგან თუ როგორ უნდა შექმნან ცხოვრებაში წარმატება და იშოვონ ბევრი ფული

გაინტერესებს საშა კაცმანის პირადი კონსულტაცია ბიზნესის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით?

მაშინ დაჯავშნე კონსულტაცია.

დაგვიკავშირდით