თუ შენ გამოერკვევი საკუთარ თავში - შეძლებ ობიექტურად შეაფასო შენი ცხოვრება, გააცნობიერო შენი მოტივაციები და გადაიტანო ეს ქმედებაში
ხოლო შინაგან გამორკვევასა და გაცნობიერებაში დაგეხმარება საშა კაცმანის აუდიო კურსი 10 ნაბიჯი პიროვნული განვითარებისკენ
შეიძინერა გიშლის ხელს, რომ სრულად გამოიყენო შენი პოტენციალი?
თვითკრიტიკა
შიშები
გაურკვევლობა ურთიერთობებში
აუდიოკურსი - შენი პიროვნული განვითარებისთვის
უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს
გააცნობიერებ რა გაფერხებს
დაიწყებ ცხოვრებას, რომელიც გინდა
რას მოიცავს აუდიოკურსი?
10 აუდიო ლექცია პირადი განვითარებისთვის
1 ჩემი ცხოვრების სფეროების აუდიტი
ეს აუდიოლექცია დაგეხმარება, შეაფასო შენი ცხოვრების სფეროები - გააცნობიერო, სად ხარ დღეს, კმაყოფილი ხარ თუ არა ცხოვრების სფეროებით და რამდენად ობიექტურად აფასებ საკუთარ თავს
2 ხუთი მთავარი მიზეზი რაც მიშლის ხელს ობიქტურად შევაფასო ჩემი ცხოვრება და დავიწყო ცვლილება?
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, რატომ უჭირთ ადამიანებს ცვლილება, როგორ გავურბივართ ტკივილს და რა მექანიზმებით ვმალავთ საკუთარ პრობლემებს. ასევე გაეცნობი იმ შიდა ბარიერებს, რომლებიც გვიშლის ხელს ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრება და რეალურად დავიწყოთ ცვლილება
3 ცვლილების დამაბრკოლებელი შიშები
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, რა არის კომფორტის ზონა, რატომ გვიჭირს მისი დატოვება და რა შიშები გვაკავებს ცვლილების გზაზე. ასევე აღმოაჩენ, როგორ მოქმედებენ შიშები ჩვენს ფიქრებზე და როგორ შეიძლება მათი გაცნობიერება პიროვნული ზრდის საწყისად იქცეს
4 ცხოვრებისეული კრიზისების მაგალითები
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, როგორ არყევს კრიზისი ჩვენს რწმენა-წარმოდგენებს, რატომ ხდება ის პიროვნული ზრდის კატალიზატორი და როგორ შეიძლება რთული გამოცდილება ახალი ხედვების, ძალის და ცხოვრების გადაფასების საფუძვლად იქცეს
5 კრიზისი, როგორც ცვლილების შესაძლებლობა
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, როგორ იქცევა კრიზისი ცვლილების შესაძლებლობად. აღმოაჩენ, როგორ გვაიძულებს მძიმე რეალობა, ტკივილი და უძლურება შევცვალოთ საკუთარი დამოკიდებულებები, გადავხედოთ ძველ წარმოდგენებს და დავიწყოთ შინაგანი ტრანსფორმაცია
6 პოზიტიური და კრიზისული ცვლილების უნივერსალური ფორმულები
ამ აუდიოლექციაში გაეცნობი პოზიტიური ცვლილებისა და კრიზისული ცვლილების ორ უნივერსალურ ფორმულას. ასევე გაიგებ, რა ფაზებს გადის ადამიანი კრიზისის დროს და როგორ შეიძლება რთული გამოცდილება საბოლოოდ ახალ ხედვად, ახალ ქმედებებად და ცვლილებად გარდაიქმნას
7 წარსული შენს აწმყოში და მომავალში
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, როგორ აგრძელებს წარსული ცხოვრებას შენს აწმყოსა და მომავალში. აღმოაჩენ, როგორ მოქმედებს ბავშვობაში და წარსულ გამოცდილებებში დაგროვილი ემოციები შენს რეაქციებზე, გადაწყვეტილებებსა და მომავალ შესაძლებლობებზე, და რატომ არის მნიშვნელოვანი წარსულის აუდიტი და მისი გაცნობიერება
8 წარსულისგან დაცლა და პატიება
ამ აუდიოლექციაში გაიგებ, როგორ ხდება წარსულის დამუშავება და რატომ არის მნიშვნელოვანი ნაგროვი ემოციებისგან გათავისუფლება. ასევე, აღმოაჩენ პატიების პროცესის მნიშვნელობას, როგორ უკავშირდება ის ბრაზს, ტკივილს, სევდას და როგორ გეხმარება წარსულის ზემოქმედებისგან გათავისუფლებაში
9 აწმყოსთან შეკავშირება
ამ აუდიოლექციაში გაიცნობ შენს სამ შინაგან ნაწილს - შინაგან ბავშვს, შინაგან მშობელს და შინაგან ზრდასრულს. გაიგებ, როგორ მოქმედებენ ისინი შენს ფიქრებზე, ემოციებსა და ქცევებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მათ შორის ბალანსისა და თანამშრომლობის შექმნა
10 ახალი მომავლის შექმნა
ამ აუდიოლექციაში დაინახავ გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი შემოქმედების განსხვავებას. ასევე, იმუშავებ ოთხ მთავარ კითხვაზე, რომლებიც დაგეხმარება განსაზღვრო, როგორი სამყაროს შექმნა გსურს, რა წვლილი შეგაქვს ამ სამყაროში, რას ქმნი ამისთვის და რა ფასეულობებითა და პრინციპებით გინდა, რომ იცხოვრო
შეიძინე კურსი
290₾
ერთჯერადი გადახდა • უვადო წვდომა
რას მიიღებ:
- 10 აუდიოლექცია
- უვადო წვდომა კურსზე
- პრაქტიკული სავარჯიშოები
💯 უსაფრთხო გადახდა • 🔒 დაცული მონაცემები